LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამსების ოჯახის“ მსახიობები 30 წლის შედეგ ისევ შეიკრიბნენ

248
„ადამსების ოჯახის“ მსახიობები 30 წლის შედეგ ისევ შეიკრიბნენ

ადამსების ოჯახი“, 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული ფილმია შავი იუმორით, რომელიც 1960 წლის ამავე სახელწოდების სერიალის მიხედვით გადაიღეს. ცოტა საშიში და ამავე დროს მეგობრული ოჯახის ყველა წევრი ახლაც ყველას უყვარს და სწორედ ეს სერიალი გახდა ინსპირაცია დღეს ასე პოპულარული სერიალისა „უენსდეი“.

საქმე იმაშია, რომ „ადამსების ოჯახის“ შემოქმედებითი გუნდი ახლა ისევ შეკრიბა და ეს მოხდა ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან 30 წლის თავზე. ფოტომ ინტერნეტში უამრავი თბილი კომენტარი დაიმსახურა. ფოტოზე ჩანან კრისტოფერ ლოიდი, ანჟელიკა ჰიუსტონი, კრისტინა რიჩი, ჯიმი უორკმანი და კარელ სტრეიკენი. მსახიობები ლოს-ანჯელესში მედიას შეხვდნენ და ფილმზე მუშაობის საინტერესო დეტალები გაიხსენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები