ადელი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა. მეუღლესთან, საიმონ კონეკისთან განქორწინების შემდეგ, ინგლისელმა შემსრულებელმა ლოს-ანჯელესში, ბევერლი-ჰილზზე მდებარე სახლი შეიძინა.
გაირკვა, რომ ახალი საცხოვრებელი ინგლისელ შემსრულებელს 10,65 მილიონი დოლარი დაუჯდა. 6,045 კვ.მ. ფართობის შენობაში 5 საძინებელი, 6 აბაზანა, სამზარეულო და ბიბლიოთეკაა განთავსებული.




აღსანიშნავია, რომ ეს 31 წლის მომღერლის ამავე უბანში მდებარე მეორე შენაძენია. ამასთან, ცნობილია, რომ მისი მეზობლები ჯენიფერ ლოურენსი, კეტი პერი და კამერონ დიასი არიან.






