LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივების ცნობით, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიამ გამთენიისას სახლები დაანგრია

454
BeFunky-collage (17)

თბილისში, აფრიკის დასახლებაში ხმაურია.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამთენიისას სახლების დემონტაჟი დაიწყეს.

ადგილობრივების ცნობით, დანგრეულია 5 სახლი, მათ შორის როგორც მშენებარე, ასევე გადახურული.

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ინსპექციამ კანონის შესაბამისად მოახდინა, სახელმწიფო მიწაზე განთავსებული უკანონო კონსტრუქციების დემონტაჟი.

უწყების ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სამშენებლო სამართალდარღვევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, სამი კაპიტალური შენობა მშენებლობის ეტაპზე, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი.

„თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რათა მათ უკანონო მშენებლობა შეეჩერებინათ და დემონტაჟი დაეწყოთ, თუმცა, მოქალაქეებს სამშენებლო პროცესი არ შეუწყვეტიათ“, – აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g