სუპერმოდელი ადრიანა ლიმა უნებლიედ აღმოჩნდა საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში. როდესაც სუპერმოდელს ფიტნეს-კლუბში სიმპათიური ახალგაზრდა მიუახლოვდა და კამერაში მისი ჟესტებისა და სიტყვების გამეორება სთხოვა, ლიმა არც დაეჭვებულა, რომ თურქული ტერორისტული ორგანიზაციის „ნაცრისფერი მგლები – ბოზკურტი“ მხარდაჭერა გამოხატა.
Victoria’s Secret-ის ანგელოზმა ამ ყველაფრის შესახებ მეორე დღეს შეიტყო. მან დაუყოვნებლივ შეატყობინა პრესას, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს და ამ ყველაფერთან არაფერი საერთო არ აქვს.