LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ

79
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ. მისივე განმარტებით, „საქართველოს და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკით ეს არის ერთწლიანი ვადა“.

გუშინ, საქართველოში საერთაშორისო ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც შეაფასეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უახლოეს დღეებში ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად დასკვნას გამოაქვეყნებენ.

“მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში” – შალვა ხაჭაპურიძე ასახელებს 2 კითხვას, რომელსაც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი

ბრეგაძე სააკაშვილზე: შეიძლება ძალიან კარგად არის და არ აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა – არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით „მესამე პრეზიდენტი სათავისო ექსპერტიზის დასკვნის მიღებას ცდილობს და ცდილობს, რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას“.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, თუ სააკაშვილს მართლა რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან.

„საერთოდ არ გვიკვირს არავის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს რამენაირად თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას. ექსპერტიზის სათავისო დასკვნის მიღების მცდელობა იქნება ეს, სხვადასხვა გზით მართლმსაჯულების არასრულების მცდელობა თუ სხვა რამ, მისი მხრიდან ბუნებრივი ამბავია. თუ მართლა რაიმე სერიოზული ან ნაკლებად სერიოზული პრობლემა ექნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან კვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან. რასაც მის ციხეში ადამიანებს უკეთებდნენ, მსგავსი არ მოაფიქრდება და გონებაშიც არ გაივლებს არავინ. დღეს ამ სისტემის შემოქმედს ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმები მოემსახურებიან და ყველა უფლება იქნება დაცული, რათა იყოს კონტრასტი, რომ დღეს ადამიანის უფლებების ყველაზე საშინელი სისტემის შემქმნელის უფლებაც კი ბოლო პუნქტამდე, ზედმიწევნით იყოს დაცული, მათ შორის იმ კუთხით, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„10 თვეა სააკაშვილი პატიმარია – თუკი პენიტენციურ სამსახურს ამის სურვილი ჰქონდა, დიდი ხნის წინ თავად უნდა ჩაეტარებინა ექსპერტიზა“ – ხაჭაპურიძე ბრეგაძეს პასუხობს

magti 5g