LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბარია ტუბერკულოზზე, დემენციასა და კიდევ 34 დაავადებაზე

110
შალვა ხაჭაპურიძე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა 18 ნოემბერს გასაჯაროვდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტების დასკვნა მესამე პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

„შეთანხმების თანახმად საექსპერტო დასკვნა 18-19 ნოემბერს უკვე უნდა იყოს მზად. ამის შემდეგ უკვე დაცვის მხარე მივიღებთ გადაწყვეტილებას მივმართოთ სასამართლოს. სასამართლოს რომ მივმართავთ, ეს უკვე, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. როდესაც გავეცნობი უკვე ხელმოწერილ დოკუმენტებს, დაცვის მხარე გადაწყვიტეს, ადვოკატები გადაწყვეტენ, მივმართავთ გათავისუფლების მოთხოვნით თუ მივმართავთ სასჯელის გადავადების მოთხოვნით.

ჯიშკარიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა გახდეს

ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. ძალიან მარტივია, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება. თუ იმ ჩამონათვალში და იმ კოდით დაავადება ხვდება, ეს უკვე სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია, სხვათა შორის, რომელიც ჩვენზე ადრე ვალდებულია თავად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს წინაშე დააყენოს.“ – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, გამოკვლევების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს სავარაუდოდ, ტუბერკულოზი და დემენცია დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაჭაპურიძემ განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„სავარაუდო დიაგნოზებზეა საუბარი, ჯერჯერობით საბოლოოდ დადგენილი არ არის, ველოდებით. ეს არის ეჭვი და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ვგულისხმობ დემენციას და ტუბერკულოზს და კიდევ 34 დაავადებაზეა საუბარი.“– აცხადებს ხაჭაპურიძე.

გარდა ამისა, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დღეს ბრიტანელი სამედიცინო ექსპერტი კორნელიუს კატონა მოინახულებს. ექსპერტი სააკაშვილთან კლინიკა „ვივა მედში“ 14:00 საათზე მივა.

როგორც მარიამ ჯიშკარიანი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ფსიქიატრიის განყოფილების საპატიო პროფესორთან სხვა საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მიერ 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პენიტენციურ და სამედიცინო დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შედეგად განცდილი ფსიქიკური (ფსიქოლოგიური) და მორალური ტანჯვის შესახებ კითხვები იქნება დასმული.

14 დიაგნოზი აქვს დასმული.. ერთი ადამიანი ჩამოდის ბრიტანეთიდან, ფსიქიატრი – როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g