LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიშკარიანი: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა გახდეს

72
მარიამ ჯიშკარიანი და მიხელ სააკაშვილი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადების ნაცვლად, მისი გათავისუფლების საფუძველი შესაძლოა გახდეს.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე ამერიკელი ექსპერტების დასკვნას, როგორც ჯიშკარიანი ამბობს, ის ადვოკატებს უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

„დასკვნა, როცა იქნება, ადვოკატებს გადაეცემათ. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ მძიმეა. ვარაუდია სასჯელის არა გადავადების, არამედ, გათავისუფლების.

ასევე, მიგვაჩნია, რომ სრულყოფილი დიაგნოსტირება ვერ მოხერხდა და აუცილებელია პაციენტის სასწრაფოდ გაყვანა, რათა, სწორი დიაგნოსტირება და შემდეგ, სწორი მკურნალობა და რეაბილიტაცია მოხდეს.

წამყვანი დიაგნოზი ნევროლოგიური სტატუსია, რა იწვევს ნევროლოგიური მდგომარეობის ამდაგვარ დამძიმებას, პრაქტიკულად დადგენილი არ არის.“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯიშკარიანმა.

14 დიაგნოზი აქვს დასმული.. ერთი ადამიანი ჩამოდის ბრიტანეთიდან, ფსიქიატრი – როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g