LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი ვალერი გელბახიანი არ გამორიცხავს, სასჯელის გადავადების საკითხზე სააკაშვილის საქმეში ჩაერთოს

198
ing

“როდესაც ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ვნახე, არ მომეწონა, ფერი დაკარგული ჰქონდა, აქტიური ენერგია აღარ ეტყობოდა”, – ამის შესახებ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში”, ექსპრეზიდენტის მონახულებამდე განაცხადა.

 “პოლონეთიდან გვეუბნებიან, სიამოვნებით წავიყვანთ და მივხედავთო” – რას უკავშირებს გიული ალასანია სააკაშვილის სხეულზე გაჩენილ შავ ლაქებს 

როგორც გელბახიანმა აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საკითხზე საქმეში ჩაერთოს, თუ ამის საჭიროება იქნება:

“არ ვიცი რა შემოთავაზება იქნება, სხვადასხვა თემაზე გვექნება საკონსულტაციო საუბარი. სასჯელის გადავადების საფუძველი როგორ არ არის. არაერთი კონკრეტული შემთხვევა მქონია სასამართლოში, როდესაც ციხის პირობებში დაავადებულა ადამიანი, ჩამიტარებია ექსპერტიზა, მიმიტანია სასამართლოში შუამდგომლობა და გაუშვიათ ეს ადამიანი სასამართლო დარბაზიდან მხოლოდ და მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ ციხეში მისი განკურნება შეუძლებელი იყო. ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვნახე, არ მომეწონა, ფერი დაკარგული ჰქონდა, აქტიური ენერგია აღარ ეტყობოდა.

თვითონ შევამჩნიე ვიზუალურად, რომ აღარ იყო ისე, როგორც მანამდე იყო და მებრძოლად გამოიყურებოდა. ახლა რასაც ვკითხულობ გამოქვეყნებულ დასკვნებს, შეუძლებელია პენიტენციურმა დაწესებულებამ თქვას, რომ ასეთი დაავადების განკურნებას შევძლებთო. არ მგონია, ეს თქვას. მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო თუ არა, ამას კი არ უნდა მიექცეს ყურადღება, დაავადების განკურნება არის თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლებელი, ამას”, – განაცხადა ადვოკატმა.

ნევროლოგი: ამ პირობებში სააკაშვილის დაავადების განკურნება შეუძლებელია, საპატიმრო პირობებში იმყოფება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები