LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ცემის ფაქტზე შსს-ს მეხუთე განყოფილების უფროსი დააკავეს

35

შსს-ს მეხუთე სამმართველოს უფროსი ლაშა კვირკვაია დაკავებულია, ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს, უწყების ინფორმაციით, იგი ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დააკავეს, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ჩადენილს ძალადობით.

„გამოძიების ფარგლებში უკვე დაკითხულია 18 მოწმე, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი პოლიციის განყოფილებაში გ.მდინარაძის მონაწილეობით. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, ბილოგიური, ტრასოლოგიური, გენეტიკური და კომპიუტერული ექსპერტიზები.

პროკურატურა გეგმავს კანონით დადგენილ ვადაში  დაკავებულისთვისა  კანონით   ბრალის წაყენებას და სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს, რის შემდეგაც უფრო დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით,“-  ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები