LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ინფორმაციით, ენმ-ის აქციაზე დაკავებულებს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ

54

თბილისის მერიასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული 6 პირი ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

როგორც  დაკავებულების ადვოკატი, გოგა ონიანი აცხადებს,  ყველა დაკავებულს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

„ყველა დაკავებულს აქვს დაზიანებები. ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა დაკავების მერე მიაყენეს. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას აღწერილია ყველა დაზიანება, ვინაიდან მკვეთრად ეტყობოდათ. მიყენებული დაზიანებების გამო, ორი ადამიანის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ღამე კვლავ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოიყვანეს,“ – განაცხადა ონიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g