LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო ხელზე სისხლჩაქცევა აქვს

135
ლაშა ჯიოშვილი

„ტვ პირველის“ იურისტის თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, ახალი ამბების ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე სისხლჩაქცევა აქვს.

„ზაჰესის იზოლატორში მოვინახულეთ ლაშა ჯიოშვილი.

ხალხმა, ხმაურმა, მედიამ, სწრაფმა რეაგირებამ გადაგვარჩინა რომ ის არ არის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი! ❤️

📌 უფლებები არ გააცნეს.

📌 სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ.

📌 არ დაარეკინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან.

📌 მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა.

📌 სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დააფიქსირა ოქმში რომ სამართალდამცავების მიერ ლაშას მისამართით იყო მუქარა.

📌 დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.

პ.ს. პირველივე წუთებიდან გადაყვანილი იყო მუხიანის სამმართველოში და ჩვენ მიერ არაერთი ზარის მიუხედავად გვატყუებდნენ რომ დაკავებული იქ არ იმყოფებოდა. პარალელურად, ლაშას ესმოდა ჩვენი ზარები.

💌 წერილი ლაშასგან ევროპელ ხალხს ❤️“, – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

ნოდარ მელაძე: გაიტაცეს „ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი

„პატრული აქედან 50 მეტრის მოშორებით უყურებდა ინციდენტს, მაგრამ არავინ მიეხმარა“ – რას აცხადებს კაცი, რომელიც „ტვ პირველის“ ოპერატორის გატაცებას შეესწრო

ამასთან, ის ლაშა ჯიოშვილის მიერ გამოგზავნილ წერილს ავრცელებს.

„მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა, შედეგი მიღწეულია: „ბატონი“ თავის დაბადების დღეზე შევაწუხეთ. ცეცხლი ოლიგარქიას….მალე შევხვდებით“, – ნათქვამია წერილში.

შსს-ს ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g