რუსთავში მეჩვიდმეტე მიკროს მეორმოცე კორპუსში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, პირველ სართულზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძვანელი ცხოვრობს, საცხოვრებელ სახლში აივნიდან ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეუგდეს. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა.
მისი თქმით, მომხდარის დროს, სახლში მეუღლე და მისი სამი შვილი იმყოფებოდა.
„მეუღლე ბავშვებს აძინებდა, ტელევიზორი იყო საჭირო. ისეთი განსაკუთრებული ხმა არ გამიგია. ცეცხლის ალი მთელ აივანზე, ფარდასავით იყო ჩამოფარებული. პირველი რაც იყო, წავედი ონკანისკენ და წამოვიღე წყალი რაც შემეძლო,“ – განაცხადა მან “რუსთავი 2-თან”.