LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: „საქართველომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი“ უნდა გააუქმოს“

104
Capture

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი აცხადებს, რომ საქართველომ ოკუპაციის კანონი უნდა გააუქმოს – ბარციცმა ამის შესახებ რუსულ მედიას განუცხადა.

როგორც სააგენტო „ტას“-თან ინტერვიუში მან თქვა, „საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები, რომ მთავარ მეზობლებთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ, ყურადღების მიღმა არ რჩება, მაგრამ ამის პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯებია საჭირო“.

„ჩემი აზრით, ამისთვის შეიძლება რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგას, მათ შორის, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკასა და ვერც დროის გამოცდას ვერ უძლებს, ჩვენ დღეს არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ.

მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ჩვენ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში კოლეგების ყურადღებას გავამახვილებთ, სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერაა. ამის შემდეგ სხვა საკითხების შესახებ საუბარი შეგვიძლია“, – თქვა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g