LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო – ენგურჰესი აღარ გაჩერდება

78
Enguri-dam-Milena

ენგურჰესის გაჩერების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას. აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო და შესაბამისად, ჭარბი მოხმარების გამო ენგურჰესი აღარ გაჩერდება, – საკითხზე „ბიზნეს ფორმულასთან“ ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ ისაუბრა.

მისი განმარტებით, წყალსაცავში მცირე ჩამონადენის გამო, ენგურჰესი აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარებას ვერ აუდიოდა, თუმცა დაიწყეს იმპორტი და ეს პრობლემა მოიხსნა. „აფხაზეთის მოხმარების 75% რუსეთიდან იმპორტზე მოდის, დანარჩენი ენგურიდან მიეწოდებათ“,- განაცხადა მებონიამ.

როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, დღეის მდგომარეობით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ს აფხაზეთი მოიხმარს.

თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ენგურჰესი გაჩერდება – ენგურჰესის დირექტორი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები