თაილამ მომავალი მუსიკალური პროექტის დეტალები ოფიციალურად გაამხილა.
ცნობილი გახდა, რომ სამხრეთაფრიკელი არტისტი მეორე სტუდიურ ალბომს – A*POP, 24 ივლისს გამოუშვებს.
დისკის სახელწოდება, A*POP მიანიშნებს მომღერლის თვითიდენტიფიკაციაზე, როგორც ,,აფრიკელი პოპ-ვარსკვლავი”.
შემსრულებელი ლონგფლეის მოწიფულ და პერსონალურ ნამუშევარად აღწერს, რომელიც მის ზრდას ასახავს.
ცნობისთვის, ალბომის მოსამზადებელ ეტაპზე უკვე გამოვიდა სინგლები – Chanel და She Did It Again, დუეტი ზარა ლარსონთან.
თაილამ მეორე ალბომი თებერვალში, ,,გრემის” 68-ე დაჯილდოებაზე დააანონსა. წელს მან ,,გრემი” მეორედ მოიპოვა.

A*POP მოჰყვება მის სადებიუტო ეპონიმურ ალბომს – Tyla (2024) და შუალედურ EP-ს – WWP (2025), რომელიც ერთგვარი ხიდი იყო ახალ ალბომამდე.