LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა – ირაკლი ზარქუა

119
zarqua

პლებისციტთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პლებისციტის იდეას ბიძინა ივანიშვილი ახვევს თავს ოპოზიციას და მასზე დათანხმება არ შეიძლება.

სააკაშვილის პათოსს არ იზიარებენ მისი ყოფილი თანაგუნდელები.

მმართველ პარტიაში ოპოზიციაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე კომენტარს აკეთებენ.

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ პარტიებს არ სურთ დიალოგის შედეგიანობა.

„პლებისციტი გახლავთ ჩვენი ოპონენტების იდეა, ჩვენ ამ იდეას არ ვიზიარებთ. ასე რომ ისინი თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა სურთ და რა არ სურთ. ჩვენი შეთავაზება არის სულ სხვა, თუკი ისინი ფიქრობენ რიგგარეშე არჩევნებზე ეს მიღწევადია მხოლოდ ერთი გზით, რომ შეძლონ საგამოძიებო კომისიის ან სხვა ფორმატში, წარმოდგენა მტკიცებულებების რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე არ აისახა მოსახლეობის ნება და 1%-იანი ცდომილება მაინც დაადასტურონ“. –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი ზარქუას განცხადებით, პლებისციტის თემა თავად ოპოზიციის წამოჭრილია და ამაზე მმართველ პარტიას თანხმობა არ მიუცია, თუმცა ახლა თავად ოპოზიციავე აკრიტიკებს ამ თემას სააკაშვილის მითითებით.

„ასეთ ჭრელო პეპელასთან… ეს ოპოზიცია ჩამოყალიბდეს რა უნდა, მერე მობრძანდნენ და წარმოადგინონ თავისი პოზიციები. ჩემის აზრით პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ ვინმეს უნდა გაზომოს თავისი ნდობა საზოგადოებაში აგერ არის თვითმმართველობის არჩევნები და გინდა პლებისციტი დაარქვან და გინდა მეორედ მოსვლა”.- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

არ ვიზიარებ სააკაშვილის პათოსს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, მიუღებელია – უგულავა

გიგა ბოკერია ივანიშვილს სააკაშვილის ჯინაზე პლებიცისტის ჩატარებისკენ მოუწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g