LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აღარ დარჩა სკოლა, არც ეკლესია, არც პოლიციის განყოფილება…” – იტალიელები ქუჩაში ათენებენ

151

ცენტრალური იტალიის ათასობით მცხოვრებმა გუშინდელი ძლიერი მიწისძვრის გამო ღამე ქუჩაში გაათია. „ბიბისი“ წერს, რომ იტალიელებს ავტომანქანებში, კარვებსა და დროებითი განთავსების ცენტრებში ეძინათ.

მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ გარდაცვლილა, სხეულის დაზიანება მიიღო 20-მა ადამიანმა.

ძლიერმა ბიძგებმა მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

ნორჩას კომუნას მაცხოვრებელმა, სტეფანო ბოლდრინიმ „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ 8 წლის შვილთან ერთად, სხვა ბევრი ადამიანის მსგავსად, იძულებული გახდება, სხვა ქალაქში გადასახლდეს, მანამდე კი საკუთარ მანქანაში ცხოვრობს.

„აქ არ დარჩა არც სკოლა, არც ეკლესია, არც პოლიციის განყოფილება… აქ აღარაფერია…“

წმინდა ბენედიქტეს სახელობის შუასაუკუნეების ბაზილიკა ერთ-ერთია იმ ისტორიულ ძეგლებს შორის, რომელიც მიწისძვრამ დაანგრია. ქალაქში სუსტი ბიძგები ამ დრომდე იგრძნობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები