LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღარ მექნება სანტექნიკასთან დაკავშირებული შემაწუხებელი პრობლემები… საბედნიეროდ ჩემი ქათმები არ გადაქცეულან შემწვარ წიწილებად“ – მელ გიბსონი 14,5 მილიონიანი სახლის გადაწვას იუმორით შეხვდა

231
page

არაერთი ჰოლივუდელი ვარსკვლავის მსგავსად, ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის გამო, სახლი მელ გიბსონსაც დაეწვა. საუბარია 14,5 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელ კომპლექსზე, სადაც მსახიობი თითქმის 15 წელი ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ 69 წლის გიბსონი ამ დრომდე ერთადერთ მსახიობად რჩება, ვინც ქონების განადგურებას იუმორით შეხვდა.

„გავთავისუფლდი უსარგებლო ნივთებისგან, ახლა ეს ყველაფერი ნაცრად არის ქცეული. ყოველ შემთხვევაში, აღარ მექნება სანტექნიკასთან დაკავშირებული შემაწუხებელი პრობლემები. საბედნიეროდ ჩემი საქათმე ხანძარს გადაურჩა, ჩემი ქათმები არ გადაქცეულან შემწვარ წიწილებად“, – აცხადებს მელი.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, რაც თან მიგვაქვს, სიყვარულია“ – ენტონი ჰოპკინსი, რომლის სახლი ხანძარმა გაანადგურა, ემოციურ პოსტს ავრცელებს

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯე­იმს ვუდსიჯენიფერ გრანერიმენდი მურიბელა ჰადიდი, ენტონი ჰოპკნსი და ა.შ…

ფოტო/ვიდეო: „არავის ვუსურვებ, პირდაპირ ეთერში ნახოს, როგორ იქცევა შენი სახლი ფერფლად“ – პერის ჰილტონი შუა ღამით ევაკუაციის კადრებს გვიზიარებს

„ჩემი ბავშვობის საძინებელი…“ – ბელა ჰადიდი ლოს-ანჯელესის ხანძარზე სულისშემძვრელ პოსტს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები