LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს – პაატა იმნაძე

122
paata-imnadze-pirbad-2020-12-21-06-45-11-808685

დღევანდელი დღის მაჩვენებელი, 2 ათასზე მეტი ინფიცირებული, აღდგომამდე გამართულმა ქეიფებმა მოიტანა, ხოლო აღდგომის ქეიფები თავის შედეგს დაახლოებით, 10 დღეში გამოიღებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადა.

მისი თქმით, როგორც მოსალოდნელია, ვითარება სამწუხაროდ გაუარესდება და ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

იმნაძის განმარტებითვე, იმისთვის, რომ ქვეყანაში ნოემბერში არსებული ეპიდვითარება არ განმეორდეს, აუცილებელია, არსებული რეგულაციების დაცვა.

„საერთოდ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ და ჩვენ ხომ შეგვიძლია საკუთარ შეცდომებზე მაინც ვისწავლოთ. ყველას გვახსოვს, რა მოგვივიდა ნოემბერში და რატომ მოგვივიდა, ისიც ხომ გვახსოვს. დღეს თუ მაქსიმალურად დავიცავთ არსებულ რეგულაციებს, რაც პრაქტიკულად აღარაფერია დარჩენილი, გავუძვრებით სიტუაციას.

დღეს ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ესაა პირბადის ტარება და ხალხმრავალ ქეიფებისთვის თავის არიდება. ეს არის იმის საფუძველი, რომ როგორმე გავუძვრეთ ამ მატებას“. – განაცხადა პაატა იმნაძემ „აჭარის ტელევიზიასთან“ ინტერვიუში.

საქართველოში ბავშვები ინფიცირებულთა 9-10%-ს შეადგენენ, მომართვიანობა მომატებულია – ივანე ჩხეიძე

ეს ერთ-ერთი არასასიამოვნო გართულებაა, რაც კორონავირუსს შესაძლოა ჰქონდეს – ივანე ჩხეიძე კოვიდგადატანილი ბავშვების მშობლებს მიმართავს

magti 5g