„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერლიგის მორიგ ტურში შინ „ლივერპულთან“ მოულოდნელი ანგარიშით 1:4 წააგო. მასპინძელთაგან ის ერთადერთი გოლი სერხიო აგუერომ შეაგდო. ეს პრემიერლიგაში მისი 85-ე გოლია და შესაბამისად სარეკორდოც.
ამ გოლით არგენტინელმა ფორვარდმა თავის თანამემამულე კარლოს ტევესს გადაასწრო (ტევესის ექსგუნდები – „ვესტ ჰემი, „მანჩესტერი“ და „სიტი“) და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო სნაიპერი გახდა სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს შორის.
ამ სიაში მესამე ადგილი „ლივერპულის“ ექსფორვარდს და ამჟამად „ბარსაში“ ბრწყინვალედ მოთამაშე ლუის სუარესს უკავია (69 გოლი), მეოთხეა კიდევ ერთი ურუგვაელი, ყოფილი „ჩელსელი“ გუსტავო პოიეტი 54 გოლით.