გასულ კვირას საწვავის ფასის 10 – თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება კორექტირება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საწვავის ფასზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საწვავის ფასის კორექტირება ნავთობის ფასზეა დამოკიდებული.
„საწვავის ფასთან დაკავშირებით ჩვენ სექტორს შევხვდით. განვიხილეთ ის ტენდენციები, რაც არსებობს საერთაშორისო ბაზარზე. იცით, რომ გასულ კვირას ფასის 10- თეთრიანი კორექტირება მოხდა შემცირების მიმართულებით, მოლოდინია, რომ აგვისტოს ბოლომდე კიდევ მოხდება კორექტირება. ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია ნავთობის საერთაშორისო ფასებზე, რომელიც შემცირების ტენდენციით ხასიათდება. აგვისტოს ბოლომდე, შესაძლოა იყოს ფასის კორექტირება, შემცირების მიმართულებით“,- აღნიშნავს ხუციშვილი.
საქართველოში საწვავის გაიაფებას ელის მთავრობის მეთაურიც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმპორტიორებისგან მიიღეს პირობა, რომ ფასი ჯამში 20-30 თეთრით შემცირდება.