AI მოწყობილობა თქვენს სიზმრებს ფილმებად გარდაქმნის. სტუდია Modem-მა ჩასაწერი მოწყობილობა შემოგვთავაზა. Dream Recorder ხელოვნურ ინტელექტს იყენებს და თქვენს სიზმრებს ვიზუალებად აქცევს.
როცა გაიღვიძებთ, ეს მოწყობილობა უნდა აიღოთ და უამბოთ ყველაფერი, რაც თქვენი სიზმრიდან გახსოვთ. შემდგომ ეს ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის ვიდეო გენერატორთან გაიგზავნება და მოკლე ვიდეოს შექმნის თქვენთვის.
მოწყობილობაზე სიზმრები ბუნდოვანი ესთეტიკით არის ნაჩვენები, რათა სიზმარი ნანახს დაამსგავსოს. აღსანიშნავია, რომ სიზმრებს მოწყობილობა მხოლოდ ერთი კვირის მანძილზე გაჩვენებთ.
