LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი თუ არაა ჰავაიზე ლამაზი მდინარეები წალენჯიხაში… ყველაზე საყვარელი ადგილი, მსოფლიოს დედაქალაქიდანაც კი ისეთივე ტკბილი და სასურველია – ნანა გეგჭკორი წალენჯიხაში გადაღებუილ ფოტოებს გვიზიარებს

76
ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წალენჯიხაში, კერძოდ ჯგალში გადაღებულ ფოტოებს ულამაზეს გვიზიარებს. როგორც ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, „გალი და ჯგალი ორი ყველაზე საყვარელი ადგილია დედამიწაზე, რომლებიც მსოფლიოს დედაქალაქიდანაც კი ისეთივე ტკბილი და სასურველია, როგორიც მაშინ, როცა მისი სამყაროს საზღვრები ამ ლურჯ მთებთან მთავრდებოდა“.

„აი თუ არაა ჰავაიზე ლამაზი მდინარეები წალენჯიხაში. ეს ჯგალია (წალენჯიხა), ბებიას სახლის ეზო ზუსტად ამ “ვალას ტომბაში” მთავრდება. რამდენჯერ მისკუპია ამ მწვანე სამოთხეში პირდაპირ ყანიდან გადმოკონწიალებული ხის ტოტიდან. სანამ საქართველოდან წავედი, არც ერთი ზაფხული არ გამიტარებია სხვაგან. ზაფხული ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო, რადგან აქ შემეძლო მთელი სამი თვის გატარება.

ამ ქვებზე მზეს მიფიცხებული ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ იქ აღმოვჩნდებოდი საიდანაც ახლა შევნატრი ამ ზურმუხტისფერ სამოთხეს.

გალი და ჯგალი ორი ყველაზე საყვარელი ადგილი დედამწიაზე. მსოფლიოს დედაქალაქიდანაც კი ისეთივე ტკბილი და სასურველია, როგორიც მაშინ, როცა ჩემი სამყაროს საზღვრები ამ ლურჯ მთებთან მთავრდებოდა.

ჯგალი, ნიაზის და ვალას ტომბები

P.S. ტომბა მეგრულად ღრმას ნიშნავს. ასე ვეძახდით იმ ადგილებს სადაც წყალს საკმარისი სიღრმე ჰქონდა და სიმაღლიდან ხტომა შეგვეძლო. ნიაზი და ვალა კი სოფლის საყვარელი პერსონაჟები იყვნენ. იმდენად საყვარელი, რომ მათი სახელები შევარქვით ამ ადგილებს“, – წერს ნანა გეგეჭკორი.

აი თუ არაა ჰავაიზე ლამაზი მდინარეები წალენჯიხაში. ეს ჯგალია (წალენჯიხა), ბებიას სახლის ეზო ზუსტად ამ “ვალას ტომბაში”…

Posted by Nana Gegechkori on Thursday, November 3, 2022

 

ფოტოები: გუქიტო კვარაცხელია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g