LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აი თურმე რატომ გვესალმებიან თვითმფრინავში თავაზიანად

132
15668ca487c39a9766409301eec98072_XL

ბორტგამცილებელმა განმარტა, თუ რატომ ესალმება ეკიპაჟი მგზავრებს თავაზიანად თვითმფრინავში ასვლისას. მან ეს საიდუმლო გააზიარა თავის პირად ბლოგზე @ioanaiachim TikTok-ზე.

Wizz Air-ის ბორტგამცილებელმა იოანამ განმარტა, რომ რეალური მიზანი არ არის მხოლოდ კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა. მისი თქმით, ეკიპაჟის წევრები ასე აფასებენ მზადაა თუ არა ადამიანი საფრენად.

”ეს აუცილებელია იმის შესამოწმებლად, ნასვამია ადამიანი ან იქნებ შეუძლოდ არის და ვერ იფრენს”, – განმარტა მან.

ბორტგამცილებელის „აღიარებამ“ გააკვირვა მომხმარებლები.
“ჰაჰა, მეგონა, რომ ეს იყო ჩვენი ჩასხდომის ბარათის შემოწმება”;
“სასოწარკვეთილი ვარ, მეგონა, რომ მეფლირტავებდნენ”, – დაწერეს კომენტარებში.

მანამდე ავიაკომპანია Tui-ის ბორტგამცილებელმა მგზავრებს ურჩია, არასოდეს ჩაიცვან შორტები თვითმფრინავში. მისი თქმით, ეს არაჰიგიენურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები