LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“ – ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულზე

193
ალეკო ელისაშვილი, ლაშა ტალახაძე გენო პეტრიაშვილი

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში სპორტსმენების – ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან

„პარლამენტში 4 წელი ვმუშაობდი. პარლამენტში „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთი სპორტსმენი იყო და შემთხვევითაც არ დასჭერია არცერთ მათგანს მიკროფონზე ხელი. შემთხვევითაც არ შეშლიათ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ორი ქართველო სპორტსმენი არის „ქართული ოცნების“ სიაში – ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ რას ვიზამთ, ეს მოცემულობაა, მათთან ერთად დავამარცხებთ „ქართულ ოცნებას“ 26 ოქტომბერს და მათთვის ალბათ, კარგი გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იქნება, რომ არ უნდა გაანიავონ ხოლმე ხალხის სიყვარული, არ უნდა დაახურდაონ აბსოლუტურად მათთვის გაუგებარ თანამდებობაზე.

მამუკა მდინარაძე: ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ სიაში, ვინც განსაკუთრებული ღირსებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას – მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს საქართველოს ჰიმნი

ბიძინა ივანიშვილი ისე დაწანწალებს თავის ჯავშნის “დუშკაბინით” ქალაქ-ქალაქ, ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ძალიან მძიმედ აქვთ საქმე, უმძიმესად აქვთ საქმე. თვითონ ძალიან კარგად იცის, რომ აგებენ, არიან გაკოტრებულები, აიძულეს პირდაპირ ტალახაძე და პეტრიაშვილი, რომ სიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ არც ეს უშველით, არაფერი უშველით. 26 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ძალიან სახელოვნად“ – განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილი დასახელდა

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, რომელთა შორის არიან ქართველი სპორტსმენები – ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g