LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Airbnb-ზე შრეკის ქოხის დაჯავშნაა შესაძლებელი

137
შრეკი

კომპანია Airbnb-ის პლატფორმაზე უჩვეულო, თუმცა განსხვავებული ტიპის საცხოვრებლების მოყვარულებისთვის  საინტერესო განცხადება განთავსდა – ტურისტებს შოტლანდიის მთებში დასასვენებლად შრეკის ქოხში ეპატიჟებიან.

ეს ფუტურისტული სტილის ნაგებობა შესანიშნავი ადგილია როგორც განმარტოებისა და ბუნებასთან სიახლოვის, ისე ზღაპრული გოლიათის თავგადასავლების მოყვარულთათვის.

შრეკის ქოხს, რომელიც მხოლოდ სამ ადამიანს იტევს, აქვს საძინებელი, სასადილო ბუხრით, ეზოში კი ტუალეტი და საშხაპე.

მოგზაურებს შრეკის ქოხის დაჯავშნა მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან მხოლოდ ორი ღამით შეეძლებათ. ქოხში ცხოვრება უფასო იქნება.

ამ სახალისო და ბავშვობაში ცოტა ხნით დამაბრუნებელი შესაძლებლობის შესახებ განცხადების განთავსების სანაცვლოდ,  კომპანია Airbnb-ი შოტლანდიურ საქველმოქმედო ორგანიზაციას HopScotch, რომელიც ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს შოტლანდიის ღირშესანიშნაობების მონახულებისა და დასვენების საშუალებას აძლევს, ერთჯერადად სოლიდურ თანხას გადაურიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები