სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას ბავშვების შესახებ, რომლებიც დედასა და ბებიასთან ერთად ქუცაში ცხოვრობენ და პირდაპირ მიწაზე სძინავთ. მათთვის ფული გროვდება…
აკა სინჯიკაშვილი:
„სასწრაფოდ წაიკითხეთ ყველამ!..
სამწუხაროდ, ახლა ვიპოვე მე, თუმცა ამ ბავშვებს, დედასთან და ბებიასთან ერთად, რამდენიმე თვეა, პირდაპირ მიწაზე სძინავთ ? ოჯახს მართლა მილიონი საშინელება გადახდა და ბოლოს პირდაპირ ქუჩაში აღმოჩდნენ. რა დღეში არიან ბევრს აღარ მოვყვები, ფოტოზე ისედაც ხედავთ. მთელი დღე, ტაფასავით გახურებულ მიწაზე დაკრულ ამ პარკებში ჯდომა, ალბათ, ვერც წარმოგიდგენიათ. ქვეწარმავლებითაა აქაურობა სავსე და ზამთარში საერთოდ რა ეშველებათ, არავინ იცის ? არიან დიდი ხნის წინ ჩამოსულები უკრაინიდან, საბუთებს ვადა აქვს ყველაფერს გასული და სახელმწიფოც ვერ ეხმარება. ქუჩაში ცხოვრებისას არიან მრავალჯერ ძალადობის მსხვერპლები და ყველა ახლოს მისულის ეშინიათ ? ახლოს მდებარე კორპუსებიდან მეზობლები აძლევენ საჭმელს და ნივთებს და ამით არსებობენ.
სასწრაფოდ უნდა ვუქირავოთ რამდენ ხანსაც შევძლებთ სახლი, რომ ბავშვებმა წესიერი დაძინება შეძლონ, სჭირდებათ საჭმელი, ტანსაცმელი და ყველაფერი, რომ ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება და ბავშვები ნორმალურები გაიზარდონ.საზარელი საყურებელია მიწაზე მძინარე მშიერი ბავშვები ?
ვეცდები, რაც შეიძლება სწრაფად გავუკეთო ყველაფერი, მანამდე ჩემთან იქნებიან.
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“.

