სამოქალაქო აქტივისტი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარტოხელა დედას, რომელსაც შვიდი შვილი ჰყავს, ფინანსური დახმარება სჭირდება.
გთავაზობთ მის პოსტს და ანგარიშებს, სადაც შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, თანხა ჩარიცხოთ…
„დღეს ვიყავი მარტოხელა დედასთან, რომელიც 7 შვილს ზრდის. 9 შვილი ჰყავდა და რამდენიმე თვის წინ ტყუპები გარდაეცვალა. ბავშვები მამამ დიდი ხნის წინ მიატოვა. ცხოვრობენ ნაქირავებ სახლში და სოციალური დახმარებით, რომელიც დროებით შეჩერებული აქვთ.
ბავშვებს სჭირდებათ ყველაფერი, განსაკუთრებით ტანსაცმელი და საჭმელი, რომელიც ყოველთვის ძალიან უჭირთ. დღეს ჩემს თვალწინ მოიტანა უფროსმა გოგომ სოციალური სასადილოდან 2 პური და რამდენიმე გუფთა. მართლა ლამის გული გამისკდა იქვე.
28 ივნისს, საღამოს 17:00-დან, 20:00-მდე, დადიანის გამზირზე, “ქარვასლა”-ს შესასვლელთან იდგება მანქანა. ვაგროვებთ ბავშვებისთვის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სათამაშოებს და საკვებ პროდუქტებს
ასაკი – გოგოები – 5, 11, 13 და 14 წლის.
ბიჭები – 2, 8 და 12 წლის.
რასაც გაუგზავნით ბავშვებს, ყველაფერს ხელუხლებლად გადავცემთ და ყველაფერი ძალიან გაუხარდებათ.
შეგროვილი ფულით, ვეცდებით, ყველა პრობლემა მოვუგვაროთ, რომ ბავშვები ბედნიერები იყვნენ ❤
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია“.
