LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს“ – იენს სტოლტენბერგი

162
იენს სტოლტენბერგი

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს „უცხოელი აგენტების შესახებ“ საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

რადიო თავისუფლება ნატოს გენერალურ მდივანს შეეკითხა, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.

იენს სტოლტენბერგი: „ეს საკითხი არ განხილულა. და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია“.

რიკარდ იოზვიაკი: და დარჩება, თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად?

იენს სტოლტენბერგი: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.

magti 5g