LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ სიმბოლოდ ავირჩიეთ კოდალა, რომელიც ტვინის ბურღია, გვინდა, ყველას ტვინი გავუბურღოთ: ელისაშვილი

60
ალეკო ელისაშვილი

“ახალი სიმბოლო ავარჩიეთ – კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი. გვინდა, რომ ყველას ტვინი გავუბურღოთ. ტვინი გავუბურღოთ, რომ საქმეს მივხედოთ. მთელი 30 წელია, პოლიტიკაში ყველაფერს ვაკეთებთ საქმის გარდა და იმიტომაა ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის”, – განაცხადა “მოქალაქეების” ლიდერმა და იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც წინასაარჩევნოდ ყურადღებას ამახვილებს პარტია.

ალeკო ელისაშვილის თქმით, “მათ კამპანია ცოტა უცნაურად და ახირებულად დაიწყეს, აქვთ უცნაური ბანერები და სურთ, “ქართული ოცნება”, რომელიც ლაჟვარდოვან ცაში დაფრინავს – მიწაზე დაეშვას და ასევე “ნაციონალური მოძრაობაც” რომელიც ვერ ხვდება, რა არჩევნებია, საქმისკენ შემოაბრუნონ:

“როგორც ნახეთ, ჩვენ კამპანია დავიწყეთ ცოტა უცნაურად და ახირებულად. გვაქვს უცნაური ბანერები, სადაც გვიწერია ძალიან კონკრეტული ურბანული პრობლემები და გვინდა, რომ ერთი მხრივ, “ქართული ოცნება”, რომელიც სადღაც ლაჟვარდოვან ცაში დაფრინავს და ვარდისფერ რაღაცებს გვპირდება, ვითომ ყველაფერი კარგად არის, ისინიც მიწაზე დაეშვან და მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ვერ ხვდება, რა არჩევნებია ეს. ვერ ხვდება, ეს რომ თვითმმართველობის არჩევნებია.

ამიტომ ჩვენ ყველას ვაბრუნებთ და ვეუბნებით, რომ მტკვარი გასაწმენდია, მთაწმინდის ფერდი გადამხმარია, თბილისის ზღვა მიგდებულია და ასეთ ურბანულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. დღე-დღეზე გვექნება გუნდის პრეზენტაცია, იმ გუნდის, რომელთაგან ნაწილი იქნებიან მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში, ასევე ის გუნდი, რომელიც გვინდა, რომ შევიდეს თბილისის საკრებულოში და რომელმაც უნდა მიხედოს ქალაქს.

ჩვენ გვინდა ერთი რამ, და ახალი სიმბოლოც კი ავარჩიეთ, კოდალა, რომელიც არის ტვინის ბურღი. გვინდა, რომ ყველას ტვინი გავუბურღოთ. ტვინი გავუბურღოთ, რომ საქმეს მივხედოთ. მთელი 30 წელია, პოლიტიკაში ყველაფერს ვაკეთებთ საქმის გარდა და იმიტომაა ეს ქვეყანა ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვინდა, რომ ყველა მოვატრიალოთ, ოპოზიცია იქნება, თუ ხელისუფლება, რომ საქმეს მივახედინოთ, საქმეს მივხედოთ და ქვეყანას, რაც მთავარი პრობლემაა.” – თქვა ელისაშვილმა.

რეზო ამაშუკელმა დამარქვა თრიალეთის კოდალა: ელისაშვილმა პარტიის ახალი ლოგო წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები