ჯეკ ჰარლოუმ და დოჟა ქეთმა ერთობლივი სიმღერა წარადგინეს. Just Us – ასე ჰქვია სინგლს, რომლისთვისაც რეპერები, პირველად გაერთიანდნენ.
სიმღერის კლიპმა მაყურებელი საგონებელში ჩააგდო. ვიდეო საკმაოდ სენსუალურია. მასში წყვილი ერთმანეთს ეფლირტავება. იმ ფონზე, როცა 2020 წელს, ჰარლოუ გამოტყდა, რომ თვეების განმავლობაში დოჟა ქეთს ,,ქრაშავდა”, მუსიკალურ რგოლში ჰიპ ჰოპ არტისტებს შორის ქიმია, უდავოდ თვალშისაცემი აღმოჩნდა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ისიც, რომ კლიპში არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის: მეთ დეიმონი, ჯონ მეიერი და PinkPantheress მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბრიდან, ჯეკ ჰარლოუმ სინგლები: Hello Miss Johnson, Tranquility და Set You Free გამოუშვა. სავარუდოდ, სულ მალე ის მეოთხე სტუდიურ ალბომს დააანონსებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დოჟა ქეთი მეხუთე სტუდიურ ალბომს, წლის ბოლომდე წარადგენს.