LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხესთან, მთის ფერდობზე, ხანძარია – ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს

67

ახალციხეში, სოფელ სხვილისთან, ხანძარია. ცეცხლი მთის ფერდობზე გაჩნდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ცეცხლი, დაახლოებით, 2 ჰექტარ ფართობზე იყო გავრცელებული, თუმცა ამ დროისთვის ის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ხმელ ბალახსა და ბუჩქებს მოედო. ადგილთან ახლოს, სადაც ცეცხლი გაჩნდა, არ მდებარეობს არც დასახლებული პუნქტები და არც სხვა რაიმე ობიექტები, რასაც შეიძლებოდა, ზარალი გამოეწვია.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. არ არის გამორიცხული, რომ ხანძარი  მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g