LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში აღარ იძებნება – ლომთაძემ თითქმის 2 მილიარდი დაკარგა

353
33b14254735d34fd05b52c36ec02dc83-770x435

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი Bloomberg-ის 500 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში აღარ იძებნება. ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების გამო, მიხეილ ლომთაძემ თითქმის 2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

რაც შეეხება „ფორბსს“, Forbes Real Time billionaires-ის მიხედვით, ქართველი ბიზნესმენის ქონება ერთ დღეში 34.4%-ით შემცირდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, მიხეილ ლომთაძის ქონება, 1.8 მილიარდით მეტი იყო. ამჟამად, ლომთაძე Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 953-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი ყაზახეთში საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენია. ის 2021 წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს. Kazakhstan Growth Forum-ზე გამართული დაჯილდოებისას, რომელზეც ყოველწლიურად ყაზახეთის საუკეთესო კომპანიებს და მათ ხელმძღვანელებს ასახელებენ, ყურადღების ცენტრში მიხეილ ლომთაძე მოექცა.

გარდა ამისა, გასულ 2021 წელს ყაზახური მედიის ყურადღების ცენტრში მიხეილ ლომთაძე კიდევ ერთი ამბის გამო მოხვდა -მისმა ფინანსურ-ტექნოლოგიურმა კომპანიამ უკრაინული BTA Bank Ukraine შეიძინა.

შეგახსენებთ, მიხეილ ლომთაძე ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელია. „კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ლომთაძე 46 წლისაა – 1975 წელს ბათუმში დაიბადა. ამჟამად, ქართველი მილიარდერის პირად ცხოვრებაზე მედიისთვის არაფერია ცნობილი.

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერის კომპანიამ უკრაინული ბანკი შეიძინა

ახალგაზრდა ქართველი მილიარდერი ყაზახეთში წლის საუკეთესო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელად აღიარეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g