LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალგაზრდები ვიკრიბებით, რადგან პრეზიდენტს და „ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვუთხრათ, საქართველო არასდროს არ იქნება „რუსეთის გუბერნია“ – ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია დაიგეგმა

1569
ლაზარე გრიგორიადისი (1)

7-9 მარტის აქციებზე, ე.წ მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

როგორც აქციის ორგანიზატორები წერენ, მათი მთავარი მოთხოვნის ადრესატი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, რომელსაც გრიგორიადისის გათავისუფლებას ამ ფორმით მოსთხოვენ.

„ყველამ გაითავისეთ, ლაზარეს რომ ეძალადა ჩემზე და მე მწყენოდა მისგან ეგ საქციელი, ასე თავგანწირვით არ ვიბრძოლებდი მისთვის“ – ბექა გრიგორიადისი

„პარასკევს 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან პრეზიდენტს და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს არ იქნება „რუსეთის გუბერნია“ და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი.

მამის დაჭრის საქმეზე ლაზარე გრიგორიადისს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

სასამართლოზე ბექა გრიგორიადისმა დარბაზიდან განაცხადა, რომ „ძალიან მთვრალი იყო და ბავშვი არაფერ შუაში იყო“. მოსამართლემ ის წესრიგის დარღვევის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“. – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ტექსტში.

ამავე თემაზე ბოლო ცნობებს ვრცლად წაიკითხავთ:

ადვოკატი: ლაზარე გრიგორიადისს ციხეში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს

პენიტენციური სამსახური: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ 

გრიგორიადისის ადვოკატებმა, პრემიერის და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს: „ვითხოვთ ბოდიშის მოხდას.. ღირსებისა და პატივის შემლახველი განცხადებების გამო, სამოქალაქო წესით პასუხი აგონ“ 

„მინდა, ღარიბაშვილი და კობახიძე პროცესზე მოვიდნენ“ – ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

„პოლიციას პირდაპირ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა – ვერავინ გამოიყვანს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g