დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი საკუთარ ფეისბუკგვერდზე ახალგაზრდებისადმი მიმართვას ავრცელებს:
„ახალგაზრდებო, სამშობლოსათვის უანგარო, გულანთებულო ლამპრებო!
დღეგრძელი ჰყავდით თქვენს მშობლებს. გაიხარეთ!
ვაჟა-ფშაველას სიტყვებია: „არ დაეკარგვის ამაგი, ვინც სამშობლოსა უვლისა; ავსა და კარგსა კაცისას როდი ივიწყებს სოფელი.“ – წერს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი.