ჯიპისა და ფიატის ცენტრში განსაკუთრებული სიახლეა. მომხმარებელს საშუალება აქვს იხილოს ჯიპის ბრენდის 3 ყველაზე გამორჩეული მოდელი: უსწრაფესი SUV Grand Cherokee SRT 475 ცხენის ძალით და წარმოუდგენელი აჩქარებით, JEEP Cherokee Limited – იდეალური ზომის, სრულიად ახალი დიზაინის ყველაზე კომფორტული ჯიპი, Wrangler Sahara თავისუფლების სიმბოლო განსაკუთრებული Off-Road შესაძლებლობებით და იტალიური ბრენდის ლეგენდარული მოდელის Fiat 500-ის უახლესი შთამომავალი – FIAT 500X, რომელმაც მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა.
აღნიშნული მოდელები განსაკუთრებული მოთხოვნის საფუძველზე პირველად შემოვიდა საქართველოს ბაზარზე. ამერიკულ Jeep-ს და იტალიურ FIAT -ს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „სტრადა მოტორსი“, რომელიც 2010 წლის ოქტომბრიდან არის ექსკულუზიური დილერი საქართველოში.
ჯიპისა და ფიატის ცენტრი გთავაზობთ უპრეცენდენტო აქციას, „ გადაჯექი ნამდვილ Jeep-ზე”. აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ჩააბაროს კუთვნილი ავტომობილი მაქსიმალური საბაზრო ღირებულებით და სანაცვლოდ ცენტრიდან გაიყვანოს ახალი. ასევე ადგილზევე ისარგებლოს მარტივი განვადებისა და გადაფორმების სერვისებით.
ავტომობილების პრეზენტაცია, დღეს 13:00 საათზე გაიხსნება. სტუმრებს სალონში დახვდებათ უახლესი მოდელები, ალა ფურშეტი და სასიამოვნო გარემო. ღონისძიება საერთო ჯამში დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.