LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი დეტალები თურქეთში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით: დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია

1078
BeFunky-collage

თურქეთში, გაზიანთეფის პროვინციაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს შორის 2 ჟურნალისტი, 3 მეხანძრე-მაშველი და 4 მედიკოსია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერთმანეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, სახანძრო მანქანა და საინფორმაციო სააგენტო „იჰლასის“ ჟურნალისტების ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

ნიზიფის მთავარმა პროკურატურამ გაზიანთეფში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მომხდარი ავარიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„ძალიან ვწუხვართ თურქეთში მომხდარი შემზარავი ავარიის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებსა და მეგობრებს. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო თქვენ გვერდით დგას ამ მწუხარების დროს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g