Ferrari-ის სუპერქარებზე ნამდვილი აჟიოტაჟია. სუპერქარის ზოგიერთი მყიდველი მათ წელს საერთოდ ვერ მიიღებს და შესაძლოა ვერც მომავალ წელს მიიღოს: მანქანები, რომელთა ღირებულებაც 2025 წლის პირველ ნახევარში დაიფარა, მყიდველებამდე მხოლოდ 2027 წელს მივა. Ferrari-ს საწარმოო ციკლი 2026 წლის ბოლომდეა გაწერილი, თუმცა საუბარია მხოლოდ სუპერქარებზე რომლებიც დამკვეთის ინდივიდუალურ მოთხოვნებზეა ადაპტირებული. ყველაზე პოპულარული მოდელია 12 Cilindri – 6,5 ლიტრის ატმოსფერული V12 ძრავით დაკომპლექტებული, Ferrari 812 Superfast-ის შთამომავალი.
როგორც იტალიური მწარმოებელი აზუსტებს, 2 წელი მოცდა ყველას როდი მოუწევს, ეს ვადა ძირითადად იმ კლიენტებს ეხებათ ვისაც პერსონალური სუპერქარი სურს.
ამასობაში შეგახსენებთ, რომ Ferrari ძალიანაა შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ზოგიერთი კლიენტი „ავტომობილს“ უცნაურად აფორმებს. სასურველი ფერისა და ოფციების შერჩევის შესაძლებლობა ბადებს სუპერქარებს რომლებიც კომპანიის იმიჯს ძალიან აზარალებენ. ამიტომ საკმაოდ სერიოზული შეზღუდვების შემოღება იგეგმება.