ჯეიმს ბონდი ბრუნდება. დენიელ კრეიგის მონაწილეობით ბოლო ფილმს სახელწოდებით „ჯეიმს ბონდი – სიკვდილის დრო არ არის“, 2020 წლის აპრილში ვიხილავთ, მანამდე კი ფილმის 14-წამიანი თიზერი „ტვიტერზე“ გავრცელდა.
ფილმის რეჟისორი კერი ფუკუნაგაა, მთავარ როლს კი, დენიელ კრეიგი ასრულებს, რომელიც აღნიშნულ როლში ბოლოჯერ მოგვევლინება. ცნობისთვის, კრეიგს მანამდე ჯეიმს ბონდის როლი 5 ჯერ აქვს შესრულებული.
Bond is back. The first trailer for #NoTimeToDie arrives this Wednesday #Bond25 #BondJamesBond pic.twitter.com/ThIEdXn82N
— James Bond (@007) December 2, 2019
შეგახსენებთ, ბონდის როლის მიღების შემდეგ კრეიგი სხვა ფილმებშიც ჩნდებოდა. მათ შორის აღსანიშნავია ფილმი „გოგონა დრაკონის ტატუთი.“