LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლზე ოფიციალურად დამტკიცდა

47

მიუხედავად იმისა, რომ ხმები იმის შესახებ, რომ მომდევნო ჯეიმს ბონდი კვლავ დენიელ კრეიგი იქნება, დიდი ხანია დადის, ეს ინფორმაცია ბოლო მომენტამდე დადასტურებული არ იყო.

ამ დღეებში, ფილმის რეჟისორმა, დენი ბოილმა განაცხადა, რომ მისი რეჟისურა და კრეიგის შუდარებელი თამაში ახალ ნაწილს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

რაც შეეხება ბონდის გოგონას როლს, ცნობილია, რომ 53 წლის ბელუჩი პროექტში არ დაბრუნდება. კრეიგს ფილმში პარტნიორობას ემილი ბლანტი, ემა უოტსონი, მარგო რობი, ნაომი ჰარისი ან ემილი რატაჟკოვსკი გაუწევს.

გადაღებები მიმდინაე წლის დეკემბერში დაიწყება, პრემიერა კი 2019 წლის ნოემბერში შედგება.