მაღაზია „Elegant Room” მომხმარებელს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, მაღაზია ზრუნავს მამაკაცების ჩაცმულობაზე და ახალ კოლექციაში დიდ არჩევანს სთავაზობს, კერძოდ: პერანგებს, მაისურებს, სპორტულ და კლასიკურ ფეხსაცმელებს და სხვადასხვა დიზაინის პიჯაკებს.
ამას გადრა, შედარებით ძველ კოლექციაზე, მიმდინარეობს ფასდაკლებები.
შეგახსენებთ, რომ მაღაზიაში არსებული პროდუქცია იტალიიდან და დუბაიდან ჩამოდის.
ამჟამად, „Elegant Room”-ს ერთი ფილიალი აქვს, რომლის მისამართია: ჭავჭავაძის N22.