სულ მალე ეკრანებზე გამოდის ახალი საშინელებათა ფილმი „ერეტიკოსი”, სადაც მთავარ როლს შეუდარებელი ჰიუ გრანტი ასრულებს. ეს იქნება პირველი საშინელებათა ჟანრის ფილმი მსახიობისთვის, სადაც ის ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის როლში გვევლინება. ეკრანებზე უკვე გამოჩნდა ფილმის პირველი თრეილერი, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ფილმი უდავოდ დაძაბული იქნება. კინოსურათში ასევე მონაწილეობენ, სოფი ტეტჩერი და ხლოა ისტი.
ფილმში ჰიუ გრანტი ერეტიკოსის როლშია, რომელიც მასთან სტუმრად მისული სტუდენტებს სასტიკ თამაშს უწყობს. გოგონებს მოუწევთ ამ თამაშში ჩართვა, რათა საკუთარი სიცოცხლე იხსნან.
ასაკში, მაგრამ იგივე შარმით – რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი „ბრიჯიტ ჯონსის“ ახალი ფილმის გადაღებებზე