LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შემთხვევიდან სამივე იმპორტირებულია, მათგან 2 სატვირთოს მძღოლია: ეზუგბაია

175
BeFunky-collage (4)

“სამი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი, 2 აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი უკვე კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევა”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა. მარინა ეზუგბაიას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს უკავშირდება ინპორტირებული შემთხვევები.

მისი თქმით, ამჟამად ინფექციურში მკურნალობას 49 პაციენტი აგრძელებს, მათგან მძიმე არც ერთი არ არის.

„დღეს მხოლოდ 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით, ამჟამად კოვიდცენტრებში 132 პაციენტი მკურნალობს. ეს სამივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია. 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 1 უკვე კარანტინიდან დადასტურებული შემთხვევაა. ჩვენს ცენტრში 5 გამოჯანმრთელდა და ამ ეტაპზე 49 დადასტურებული პაციენტი გვყავს. მძიმე პაციენტები აღარ ვგყავს, ძირითადად პაციენტების მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმით, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო  მონაცემებით, ქვეყანაში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 808 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 663 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 13.

იმნაძე: აუზზე და ზღვაზე ბანაობა საშიში არ არის, ეს ვირუსი წყლით არ გადადის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g