LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სკვერები პრობლემას მოაგვარებს: კალაძე მეტ მწვანე და “საამაყო პროექტებს” აკეთებს

211
66196908-2823429471006968-2188478110112940032-o

თბილისის მერმა დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გამართა და დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიასა და რეკრეაციულ სისტემაზე ისაუბრა. კახი კალაძის განმარტებით, არსებობს პრობლემა, რომელიც ახალი სივრცეების შექმნით, სკვერების რეაბილიტაციით გამოსწორდება. მისი განცხადებით, “დედაენისა” და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება იგეგმება.

“არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის ახალი სივრცეების შექმნა, არსებული სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაციის პროექტები. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ზაარბიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად დასრულებულია. უკვე ფონდს დაწყებული აქვს სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ეს არის დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღების სრული რეაბილიტაცია-განახლება. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მოვახდინეთ ამ ორი ბაღის ერთმანეთან ძალიან ლამაზი გვირაბით დაკავშირება. ადამიანებს არ მოუწევთ ზემოთ გზაზე გადასვლა, პირდაპირ იქნება შესაძლებელი, რომ ამ ორ ბაღში გვირაბის საშუალებით მოხდეს დაკავშირება” – განაცხადა კახი კალაძემ.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული ინფრასტრუქტურისა და დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი, წყალარინების ქსელის მოწყობა და მწვანე საფარის მოცულობის გაზრდა. კალაძე განმარტავს, რომ ორივე ბაღში იყო დიდი რაოდენობით ფილები, ბეტონის გზები, რომლის დემონტაჟი განხორციელდა. მერი აცხადებს, რომ უნდა შეიქმნას მეტი მწვანე სივრცე ორივე ბაღში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სავაჭრო სივრცეების მოწყობაც.

“იცით, რომ აქ წლების განმავლობაში ხდებოდა ნახატების გაყიდვა, ჩვენ ამ ადამიანებს ხელს არ შევუშლით, პირიქით, ძალიან კომფორტულ და სიანტერესო გარემოს მოვაწყობთ, სადაც ცივილიზებული და ნორმალური პირობები იქნება, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტს ესიამოვნება იქ მისვლა, ისე ჩატარდება სამუშაოები“, – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აქ არსებული „სკეიტ პარკის“ დემონტაჟიც ჩატარდება, რომელიც, მისივე თქმით, უმძიმეს მდგომარეობაშია. კალაძე განმარტავს, რომ ძველის ნაცვლად გაკეთდება ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის „სკეიტ პარკი“, ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემები და განათებები.

“პირობას გაძლევთ, რომ ყველა თაობის ადამიანი იამაყებს იმ პროექტებით, რომელსაც ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვახორციელებთ“ – განაცხადა კალაძემ.

“მადლობა გიორგი გახარიას ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფისთვის” – კალაძე 300 მიკროავტობუსს ყიდულობს

დღეს ასევე საუბარი იყო ინფრასტუქტურულ პროექტზე, რომელიც მოსკოვის გამზირზე უნდა განხორციელდეს. კალაძის განმარტებით, მოსკოვის გამზირზე არსებული გზის შუა ზოლზე, რომელზეც წლების წინ ტრამვაი გადაადგილდებოდა, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამავე პროექტის მიხედვით დაირგვება ახალი ხემცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა და დაიგება ველობილიკი.  იგეგმება ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონების განთავსებაც.

„დაახლოებით ორ კილომეტრზე მეტია ეს კონკრეტული სივრცე და მთლიანად იქნება რეაბილიტირებული და გამწვანებული. სამგორის რაიონში ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიმყოფებოდი და პირობა მივეცი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მოსკოვის გამზირზე ეს კონკრეტული სივრცე იქნებოდა მოწესრიგებული, სადაც მოსახლეობას ექნება საშუალება ოჯახებით დაისვენონ“, – განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მეტრო 1 ოქტომბრამდე ისევ 06:00-დან 23:00-მდე იმუშავებს

 

mazda magti 5g