LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ვერსია ფილმს ახალ სიცოცხლეს შთაბერავს“ – „ნათლია 3-ის“ პირველი ტრეილერი გავრცელდა

275
Francis-Ford-Coppola-reworks-The-Godfather-Part-III-with-different-780x470

მიმდინარე წლის ივლისში ლეგენდარულმა რეჟისორმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ საკულტო ფილმის, „ნათლია 3“-ის მესამე ნაწილის ახლებური ვერსიის გამოსვლა დააანონსა. რეჟისორი ახალ ვერსიაზე თვეების განმავლობაში მუშაობდა და როგორც იქნა, პირველი ტრეილერიც გავრცელდა. მისი სახელწოდებაა მარიო პიუზოს ნათლია, კოდა: მაიკლ კორლეონეს სიკვდილი“.

„ფინალის ამ ვერსიისთვის მე ახალი დასაწყისი და დასასრული შევქმენი, გადავანაცვლე რამდენიმე სცენა, კადრი და მუსიკალური გაფორმებაც შევცვალე“ – აცხადებს რეჟისორი. მისი თქმით აღნიშნული ვერსია ფილმს ახალ სიცოცხლეს“  შთაბერავს.

ფილმი ორიგინალი ვერსიის შესაბამისად დასრულდება, მისი პრემიერა 4 დეკემბერს იგეგმება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები