58 წლის პამელა ანდერსონი და 73 წლის ლიამ ნისონი ფილმის, „შიშველი იარაღის“ პრემიერას დაესწრნენ, რომელშიც ისინი მთავარ როლებს ასრულებენ. ლონდონში, წითელ ხალიჩაზე მსახიობები ერთად პოზირებდნენ და ერთმანეთთან ფლირტაობდნენ, რამაც რომანის შესახებ ჭორები გააღვივა.
პამელა ანდერსონი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ მაკიაჟზე უარი თქვა, პრემიერაზე „როდარტეს“ იასამნისფერი კაბით გამოჩნდა, ლიამი კი მის გვერდით ნაცრისფერ კოსტიუმში პოზირებდა. მსახიობებმა გრძნობები არ დამალეს, ისინი ერთმანეთს ღიმილით ჩაეხუტნენ და ერთ მომენტში, პამელამ კოლეგას აკოცა კიდეც.
რა თქმა უნდა, ანდერსონსა და ნისონს შორის ფლირტი შესაძლოა „შიშველი თოფის“ ახალი ადაპტაციის პიარ კამპანიას დაემთხვეს, თუმცა, მსახიობების გულშემატკივრები არ გამორიცხავენ, რომ მათი ერთობლივი ნამუშევარი შესაძლოა რომანში გადაიზარდოს, რადგან ორივე მარტოხელაა.
პამელა ანდერსონი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მსახიობი და Playboy-ს ვარსკვლავი თავის ბოლო ქმარს, დენ ჰეიჰერსტს, 2022 წელს დაშორდა. მას ასევე ორი ვაჟი ჰყავს პირველი ქმრისგან, ტომი ლისგან. ლიამ ნისონი მსახიობ ნატაშა რიჩარდსონზე 1994 წელს დაქორწინდა. ის 2009 წელს გარდაიცვალა. ტრაგედიის შემდეგ, მსახიობი აღარასდროს დაქორწინებულა. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს.
72 წლის ლიამ ნისონი გამოტყდა, რომ პამელა ანდერსონზეა შეყვარებული






