LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერია – ლევან ბეჟაშვილი

140
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (3)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ მოულოდნელი, თუმცა ლოგიკური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილისთვის.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს“ – სალომე ზურაბიშვილის კომენტარი გვარამიას შეწყალებაზე

„ბუნებრივია, მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ლოგიკური იყო მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო არაკანონიერი, უსამართლო გადაწყვეტილება და ბუნებრივია, საქმე გაგრძელდებოდა სტრასბურგის სასამართლოში.

ერთადერთი სწორი, სამართლიანი, კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, უნდა მოვუწონო მას ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ ნახევარი ნაბიჯებით, ნახევარი ღონისძიებებით არ შემოვიფარგლოთ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ასევე პრეზიდენტმა მიიღოს კონსტიტუციური გადაწყვეტილებები და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების ჯერი არის, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკანონო პოლიტპატიმარი და ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებდა საქართველოს ევროკავშირთან.

გივი მიქანაძე: სალომე ზურაბიშვილმა თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო

„სალომე ზურაბიშვილს „ქოცისგან“ და „ნაცისგან“ განსხვავებით შეუძლია სახელმწიფო ინტერესის უფრო მაღლა დაყენება, ვიდრე პირადი ბოღმის – მივესალმები ჩვენს ბანაკში…“ – გია ხუხაშვილი

„ქართული ოცნების“ პირობებში, ის მუქარები, რომლებსაც ახორციელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნამდვილად ხელშესახები შეიძლება გახდეს, ისინი არ მოერიდებიან არაფერს, მაგრამ ნამდვილად, დღევანდელი გადაწყვეტილებით და შემდეგი გადაწყვეტილებებით პრეზიდენტი მოიპოვებს ხალხის მხარდაჭერას და საზოგადოების დაცვის გარანტიებსაც,“ — განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ვიდეო: „გულწრფელად გეტყვით, არ ველოდი…სალომე ზურაბიშვილს ბოდიშს ვუხდი” – ნიკა გვარამია თავისუფალია

„სალომე ზურაბიშვილმა რუბიკონი გადალახა” – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას შეწყალებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები