LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკია ბარბაქაძე: ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს – უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო

201
Untitled design (1)

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, მოძრაობა „თავისუფლებისთვის – წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის“ ლიდერი, აკია ბარბაქაძე უკრაინის სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

მისი განცხადებით, ჩამოყალიბდება ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, სადაც ყველა პროდასავლური პოლიტიკური პარტია იქნება გაერთიანებული.

აკია ბაქრაძის თქმით, ორშაბათიდან პერმანენტული აქციები გაიმართება.

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

„მანდატი თქვენშია, ძალაუფლების წყარო ხალხშია. ჩვენ პოლიტიკოსები ვართ თქვენი ნების აღმსრულებლები. უნდა ჩამოვაყალიბოთ ანტიკოლაბორაციონისტული საბჭო, უნდა გადავდგათ ნაბიჯი, შევიყვანოთ ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალა, თითო წარმომადგენლით და უნდა ვაიძულოთ ყველა პოლიტიკური ძალა, რომ აღასრულონ თქვენი სურვილი.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

ორშაბათიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს. შევიკრიბებით და ამ საბჭოში შემოვა ყველა აქ მყოფი პარტიები. „ნაციონალური მოძრაობა“, შალვა ნათელაშვილი და კიდევ ბევრი… ყველა პარტიას დაველაპარაკებით და ვიტყვით, რომ ძალა ერთობაშია.

ჩვენ უნდა დავასრულოთ მონობა და მაშინ დავდგებით ღირსეულად უკრაინის გვერდზე. თორემ ახლა ჩვენი რეალობაა „უკუდო ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო“, ესაა ჩვენი რეალობა“, – განაცხადა – აკია ბარბაქაძემ.

მადლობა ქარ­თველ ხალ­ხს… თქვენ ყვე­ლა­ზე უკეთ იცით, რა არის რუ­სუ­ლი აგ­რე­სია – პა­ტივს ვცემთ 36 მა­მა­ცი ქარ­თვე­ლის ხსოვ­ნას: ვიტალი კლიჩკო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g