LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – თბილისში უკრაინის სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან

144
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ – ამ ლოზუნგით იკრიბებიან მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქციაზე.

აქციაში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას დააფიქსირებენ.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

„უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი, მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში.“

აქციას უერთდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

რუსთაველის გამზირზე გზა გადაიკეტა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, თბილისის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები