ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ბებიის კადრებს. ამ ვიდეოების წყალობით შეიყვარა მთელმა საქართველომ მისი ნათელა ბებია, რომელიც იუბილარია.
„მეოთხმოცე გაზაფხული. აბა ვის უყვარს ნათელე ბებიე?
ალბათ რამდენჯერ გაცინათ გულიანად, აგატირათ. ვფიქრობ უამრავჯერ დაგაბრუნათ ბაღნობაში. მოგანატრათ სოფელი. ყველაზე თბილი, ბებიეს და ბაბუეს კალთა“, – წერს გივიკო დიდია და ბებიისთვის ოთხმოცი წლის მილოცვის კადრებს აქვეყნებს.